რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა კანადის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
როგორც ზახაროვამ დაწერა, “პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ”.
ცნობისთვის, კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბალიში, G20-ის სამიტზე ისაუბრა. სანქციები შეეხება რუსეთის პატრიარქ კირილსაც.
“რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. კანადა დეზინფორმაციას შეებრძოლება ყველგან, სადაც მას აღმოვაჩენთ. მოგმართავთ მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებთ: თქვენ ამაზე პასუხს აგებთ. კანადა უკრაინის გვერდით დგას”. – თქვა მელანი ჯოლმა.
კანადა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ, 29 დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აგენტისა და 15 სუბიექტის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებს რუსეთის მთავრობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ.
სანქციების სიაში მოხვდა სუმბატოვიჩ გასპარიანი, რომელიც Russia Today-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ავტორი