ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნარკოტიკის მომხმარებლები ნარკოტიკის მომზადება-მოხმარების ფაქტის დროს, ერთ-ერთი პიროვნების სახლში აიყვანეს, რომლებიც ჯერ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში შემოწმებაზე გადაიყვანეს, რის შედეგადაც ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი პიროვნება დააკავეს და ბათუმში გადაიყვანეს. მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი არჩილ ჯორთმენაძე ოფიციალურად ადასტურებს: _ჩვენ ავიყვანეთ რამდენიმე პიროვნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ერთი პიროვნება დავაკავეთ, რომელიც გადმოყვანილია ბათუმში. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ვმუშაობთ საქმეზე, _ გვითხრა არჩილ ჯორთმენაძემ.