The Independent– ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, 83 წლის ლესლი დევიდ ბრიუერს ცოლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარედგინება.
83 წლის ბეტსი კრეივენ ბრიუერი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ლესლი ბრიუერმა ცოლი მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. ბრალდებულმა აღიარა, რომ ის თვეების განმავლობაში ფიქრობდა ცოლის მოკვლაზე. ინციდენტის შემდეგ ლესლი ბრიუერმა პოლიცია თავად გამოიძახა.
ბრიუერმა სამართალდამცავებთან ითანამშრომლა, თუმცა პროკურორების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა და შესაძლოა ის საპყრობილიდან 500 000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
ავტორი