https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

11:02; 24.02.2013
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქმე უკავშირდება ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლის თანამდებობაზე უკანონოდ დანიშვნას. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ამ მოსამართლეებს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნიათ.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე საქმის აღძვრას ადასტურებს და აცხადებს: “ამ ეტაპზე გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლეებს ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს დამთავრებული აქვთ სამართალმცოდნეობის მეორადი სწავლების განყოფილება, რაც არ აძლევს პირს იურისტის კვალიფიკაციას. სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო.“

ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა, რომელიც ამ ფაქტს დიდი ხანია სწავლობს, შესაბამისი განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს.

ალექსანდრე ალადაშვილის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნებიან იურიდიული განათლების არმქონე პირები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი, როცა ბესარიონ ალავიძე გაამწესეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოში მოსამართლედ. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა დაირღვა მაშინაც, როდესაც ალავიძის კანდიდატურა წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად. მოსამართლე ალავიძეს არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც წარმოადგენს მოსამართლედ გამწესების აუცილებელ წინაპირობას. დღეს უზენაესი სასამართლოს წევრია ადამიანი, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებაც კი არ ჰქონდა,” _ ამბობს ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი “გურია ნიუსთან”.

საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბესარიონ ალავიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა და იმავე წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტის სამწლიანი კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი ამბობს, რომ მეორადი ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციას არ იძლევა. იგივეს აცხადებენ შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებიც. “გურია ნიუსმა მოიპოვა მოსამართლე ალავიძის დიპლომის ასლი, რომლის მიხედვითაც მას არ მინიჭებია იურისტის კვალიფიკაცია ან რაიმე იურიდიული ხარისხი.

“გურია ნიუსმა” ასევე მოიპოვა ორი კვალიფიციური სპეციალისტის წერილი:

“ზემოაღნიშნული დიპლომი ადასტურებდა მხოლოდ იმას, რომ სტუდენტმა გაიარა ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების სამწლიანი კურსი, თუმცა, ჩვეულებრივი დიპლომისაგან განსხვავებით, არ ხდებოდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭება. იმისათვის, რომ ამ დოკუმენტის დასახელებას არ გამოეწვია გაუგებრობა, 2007 წლიდან გამოიცა ბრძანება უნივერსიტეტში სერთიფიკატებისა და აკადემიური ცნობების გაცემის დარეგულირების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა, რომ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა სერთიფიკატი,” _ აცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან სანადირაძე.

ზემოხსენებული დიპლომით ბესარიონ ალავიძეს რომ იურისტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია, ეს სსიპ “განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის” დირექტორის დავით კერესელიძის წერილითაც ირკვევა.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების სამწლიანი კურსის გავლის შედეგად, სტუდენტს არ ენიჭება კვალიფიკაცია და ხარისხი. შესაბამისად, აღნიშნული სამწლიანი კურსის გავლის შედეგად პირი არ ითვლება უმაღლესი განათლების მქონედ,” _ ნათქვამია დავით კერესელიძის წერილში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე ამტკიცებს, რომ დღეს მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს და ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას “განსხვავებული გემოვნებით” ხსნის.

“არც ერთი მოსამართლე არ არის დანიშნული შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. შესაძლოა, ეს დოკუმენტი სადავოა ვინმეს თვალში, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს. ის, რომ ვიღაცას არ მოსწონს ეს დიპლომი, გემოვნების საგანია და ის ორგანიზაცია, რომელიც ამ დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს, არა მგონია იყოს ერთადერთი, ვისაც ამ საკითხზე კვალიფიციური დასკვნის გაცემა შეუძლია,” _ აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ადვოკატ ალადაშვილის თქმით, მომხდარის გამო, უნდა დადგეს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე მოსამართლე ალავიძის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ის წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა მართლმსაჯულებას და იღებდა სოლიდურ ხელფასს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია გიგაური

მაია გიგაური დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქ. მცხეთაში; 1997 წელს დაამთავრა მცხეთის #1 საშუალო სკოლა; 2002 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით; 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე; 2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; ამავე პერიოდიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

იმის გასარკვევად, აღნიშნული დიპლომის მიღების შემდეგ ითვლება თუ არა პირი უმაღლესი განათლების მქონედ, “გურია ნიუსი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან სანადირაძეს დაუკავშირდა: “2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, დიპლომი და დიპლომის დანართი გახდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები. მანამდე კი ნებისმიერი სასწავლო კურსის დამთავრების ბოლოს აძლევდნენ დიპლომებს. იმის გამო, რომ ასეთ ადამიანებს პრეტენზია არ ჰქონოდათ უმაღლეს განათლებაზე, ამ ტიპის დიპლომებს დაერქვა სერთიფიკატები. სამწლიანი პროფესიული განათლება არც ერთ შემთხვევაში არ არის უმაღლესი განათლება, უბრალოდ იმ მოწმობას სახელად დაარქვეს დიპლომი. თუ კი დიპლომში წერია სიტყვა _ “სპეციალობით” და არ წერია _ “მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი”, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ საუბარი არ არის უმაღლეს განათლებაზე. 2002 წელს იურიდიული ფაკულტეტი გასცემდა დიპლომს, სადაც ეწერა “მიენიჭოს იურისტის კვალიფიკაცია” და ეს ნამდვილად არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წერილობით მოგვმართოთ და ნამდვილობის დასადგენად მაია გიგაურის დიპლომს შევისწავლით,” _ გვითხრა რუსუდან სანადირაძემ.

როგორ გახდა მაია გიგაური მოსამართლე, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსის” წყაროს საკუთარი ვერსია აქვს: “მაია გიგაური საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ნათესავია და წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ივანიძის მდივნისა და თანაშემწის თანამდებობებზე. მოსამართლე მაია ივანიძე გია ხუროშვილის მეუღლეა. ჩემი ინფორმაციით, ივანიძე და ხუროშვილი ლექციებს კითხულობდნენ იმ ფაკულტეტზე, რომელიც გიგაურმა დაამთავრა მათივე რეკომენდაციით და დახმარებით. დიპლომ-სერთიფიკატის აღების შემდეგ კი ნათესავი სამსახურში მოაწყვეს და მოსამართლის მანტიაც მოასხეს”

“გურია ნიუსი” ყოფილ საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მაია გიგაურთან ახლო ნათესაობა უარყო: “იცით რა არის, მე არც კი ვიცი მაია სად მოღვაწეობს. რაც შეეხება ნათესაობას, ის არის მოგვარის შვილი (მაია გიგაურის დედა ხუროშვილია). სხვაგვარი ნათესაური ურთიერთობა არ გამაჩნია, აქედან გამომდინარე, ის, რომ მაია თითქოს ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა მოსამართლედ, აბსურდია. ამ ტიპის ინფორმაციებზე კუდის მობმა არის ძალიან დიდი უნამუსობა, რაც შეეხება მასთან ნაცნობობის ფაქტს, არ უარვყოფ, მაგრამ ნათესაობა და რეკომენდაციის გაწევა ცოტა სხვაგვარი რამეა,” _ განაცხადა გია ხუროშვილმა “გურია ნიუსთან”.

საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება.

მოსამართლე ბესარიონ ალავიძის შემთხვევის მსგავსად, თუ დადგინდა, რომ მაია გიგაური მართლმსაჯულებას უკანონოდ ახორციელებდა, მის მიერ გამოტანილი ყველა დანარჩენი და გადაწყვეტილება ბათილია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მთავარი პროკურატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდა და დოკუმენტების ამოღება დაიწყო.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19 თებერვალი, 2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18 თებერვალი, 2026

ვლადიმერ ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

ლევან ყიფიანი: "ეს საღამო კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის"

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19.02.2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19.02.2026
მსოფლიო

ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

10:40; 19.02.2026
მსოფლიო

დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

10:35; 19.02.2026
მსოფლიო

“ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

10:10; 19.02.2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

10:06; 19.02.2026
ზაფრანი

რომელი ქალის შურისძიებას უნდა ერიდოს მამაკაცი   

9:58; 19.02.2026
ზაფრანი

ყველაზე რომანტიკული მამაკაცები    

9:55; 19.02.2026
ზაფრანი

ვის ვერ მოატყუებთ ვერასოდეს   

9:54; 19.02.2026
ზაფრანი

მარტოხელები და ასტროლოგია   

9:52; 19.02.2026
საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო