ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის #603 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე, ნორმატიული ფასი სხვადასხვა იქნება ქალაქის ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებში. ამისთვის საკრებულოს წარედგინა სპეციალური დანართი ცხრილით. ხოლო ყიდვის ან გაყიდვის მსურველები შესაბამის სამსახურში გაეცნობიან.