ზემოსურების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, მანანა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“დღეს ძალიან ამაღელვებელი დღე მქონდა, ისეთი ემოციური იყო, რომ ვიფიქრე გავუზიარებ ამ ჩემს სიხარულს ყველას.
მასწავლებელი მაშინ გრძნობს თავს ბედნიერად, როცა სიყვარულს იღებ ბავშვებისგან.
როგორი ამაღელვებელია, როცა ჩემი პატარა პირველკლასელი, ვარსკვლაბიჭუნა დავით ჯულაყიძე გულს მჩუქნის _ “ეს ჩემგან, მანანა მასწავლებელო”.
საოცარი ბავშვები მყავხართ, მიყვარხართ, გეფერებით გულში, ჩემო პატარა ბარტყებო.
მადლობა, ჩემო პატარა მეგობარო, ჩემო დავით, მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ბედნიერი წუთები”,_ წერს მანანა მასწავლებელი.