უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ფოთის სასამართლოს თავმჯდომარემ, პროკურატურიდან მიიღო უწყება. რომელსაც მის მიერ 2009 წელს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვეს. კუბლაშვილის განმარტებით სახეზეა კონსტიტუციის 84-ე მუხლის დარღვევა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არავის აქვს უფლება მოსამართლეს პასუხი მოსთხოვოს მის მიერ განხილულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ამ საქმის პროკურორი ყოფილი მოსამართლეა, რომელიც „საგმირო საქმეების გამო“ სასამართლოდან დაითხოვეს.