დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მოხსენიებული ორი მოსამართლის _ ბესარიონ ალავიძეს და მაია გიგაურის საქმესაც შეეხო. რომელთა პირადი საქმეები სასამართლოს თანხმობით მთავარმა პროკურატურამ ა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვ. მისივე განმარტებით, ეს არის იურიდიული ნონსენსი, როდესაც კოლეგიალური ორგანო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აწარმოებენ სისხლის სამართლის წარმოებას: “ამ ქმედებით ვერავის შეაშინებენ _ პროკურატურას ვაძლევ ამის გარანტიას. პირადად მაქვს მიცემული ხმა ორივე მოსამართლის დანიშვნაზე. ალავიძეს და გიგაურიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და წესიერებით,” _ თქვა კუბლაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ალავიძეს და გიგაურს იურისტის კვალიფიკაცია, კუბლაშვილმა მოკლე პასუხი გასცა: “ამ საკითხს ნუ ჩაუღრმავდებით.”
კოტე კუბლაშვილი მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საქმის გახსნა პროკურატურას მაქსიმუმ ორ კვირაში შეეძლო: “ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად ვესაუბრე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, თუმცა მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე.”