Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო, მილიონობით ადამიანმა ბოლო 12 საათის განმავლობაში გამომწერები დაკარგა.
აღნიშნული პრობლემა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგსაც შეეხო. მას 10 მილიონი გამომწერიდან 9993 დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ხარვეზი ყალბი მიმდევრების ამოწურვის შედეგია, რითაც ჩნდება კითხვა, იყო თუ არა მარკ ცუკერბერგის ყველა გამომწერი ყალბი.