შალვა თადუმაძე: “ეს პრემიერთან შეთანხმებულია. მთავრობის მიერ მოწონებული პრინციპებია და ამ პრინციპების საფუძველზე შეიქმნება ის კონცეფცია, რომელზეც ბატონი მინისტრი საუბრობდა. სამინისტროსა და იმ საჯარო განხილვაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად განხორციელდება კორექტირება, შენიშვნები, პრინციპებზე შეთანხმება და ა.შ.
გუბერნატორი ადგილობრივ მმართველობაში ეს არის ცოტა გაურკვეველი ფორმა. მისი გაუქმება არაფერს გამოიწვევს. იგი პრინციპში წარმოადგენს მთავრობას და პრეზიდენტს, მაგრამ ნიშნავს მხოლოდ პრეზიდენტი. დღევანდელი მდგომარეობით, ეს ხელშემშლელი ფაქტორი უფროა ადგილობრივ თვითმმართველობაში რეალური რეფორმების განხორციელებაში, ვიდრე დახმარების გამწევი.
პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, იცის ამ პროექტის შესახებ, მაგრამ მთავრობასთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით.”