საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, შემდგომ პროგრესს, დემოკრატიის მდგომარეობას და ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაეთმო.
ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლი, სხდომაზე თავის გამოსვლაში კონფლიქტების მოგვარების საკითხს შეეხო და განსაკუთრებული აქცენტი, ამ თვალსაზრისით საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებზე გააკეთა.
ამასთანავე ინტენსიური დიალოგი გაიმართა კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით ხელისიფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებვის შესახებ. ევროპარლამენტის წევრებმა თავის გამოსვლებში ისაბრეს იმ პრობლემების სწრაფად აღმოფხვირის აუცილებლობაზე რომელიც ქვეყანაში დაგროვილი იყო წლების მანძილზე.
თინათინ ხიდაშელმა შეკრებილ პარლამენტის წევრებსა და აღმსარულებელი სტრუქტურის წარმომადგნელებს იმედის საქმე გააცნო, როგორც მაგალითი იმ სხვაობის რომელიც ახალ და ძველ ხელისუფლებებს განასხვავებს. ამასთანავე, ყველას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით რომ დეტალურად დაინტერესდნენ ყველა საქმით რომელიც გამოძიების ქვეშ არის, შეისწავლონ ისინი და ამასთანავე მათ სრული გამჭვრივალეობისა და ხელმისაწვდმობის გარანტია მისცა.