მაგალითად, “ლიბერთი ბანკი” იყიდა “სბერბანკმა”, “ალფა ბანკი” ყიდულობს “თი-ბისი ბანკს,” “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია. ჩვენი ქართველების ქონების 60-70 პროცენტი ჩადებულია ამ ბანკებში. თუ ვერ გადაიხდის, ამ ქონებას წაიღებენ… ადრე, ქართული ბანკი მაინც წაიღებდა და ქონება საქართველოს კონტროლის ქვეშ იქნებოდა.” _ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მის ამ განცხადებას ლადო გურგენიძის პასუხი მოჰყვა სოციალური ქსელით:
“ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს “ლიბერთი ბანკი” რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ “სბერბანკთან” „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. “ლიბერთი ბანკს” წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს.” – წერს ლადო გურგენიძე.