კოტე შარაშენიძის კაბინეტიდან გამოსულებმა კი სხვადასხვა ვერსია გვითხრეს. “მე პირად საკითხზე ვიყავი და არანაირ რწმუნებულის დანიშვნაზე საუბარი არ გვქონია,” _ გვითხრა ერთმა. გვინდა, სოფელში სკოლას მიკროავტობუსი ემსახურებოდეს.” _ განაცხადა მეორემ.
ერთ-ერთმა მათგანმა მაინც გაგვანდო საიდუმლო, _ სოფელ მერიაში რამდენიმე თემი შედის და აქედან გამომდინარე, სოფლის მცხოვრებლების აზრი უნდა გაითვალისწინონ, რწმუნებულის დანიშვნის დროსო.
ოზურგეთის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ გვითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ მერიის რწმუნებულმა, ვაჟა ჩანჩიბაძემ უკვე დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით, დაკმაყოფილებული არ არის.
რწმუნებულის შერჩევის საკითხი, ასევე დგას დაბა ლაითურში. დაბის მცხოვრებლები მოითხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად გადადგეს რწმუნებული. გამგებლის განცხადებით, ლაითურში ახალი რწმუნებული მარტის პირველ ნახევარში დაინიშნება.