მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუსა და კავკასიასა და შუააზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.
დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზედაც თეა წულუკიანის სიტყვით გამოვა. მოხსენების თემა საქართველოში სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები იქნება. გამოსვლის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრი კომისიის წევრთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
ნატოში შეხვედრებს თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, გოჩა ლორთქიფანიძესთან, ერთად გამართავს.