შს მინისტრი ირაკლი ალასანიამ მიიღო. რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრებმა ეფექტიანი კოორდინაციისა და ორივე უწყების ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თავდაცვისა და შს სამინისტროებში არსებული ლოგისტიკური პრობლემების ერთიანი ძალებით მოგვარებაზეც შეთანხმდნენ. უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა.