ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ახალ წელს საქმიანობას ცვლილებებით იწყებს.
როგორც უკვე ვწერდით, 2022 წლის ბოლოს მერის წარმომადგენლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა.
გასული თვის ბოლო რიცხვებში ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რომ თანამდებობას ტოვებდა მერის წარმომადგენელი ბახმაროში რომან კალანდაძე. როგორც მერმა, დავით შარაშიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად მერის წარმომადგენლის მოვალეობას ბახმაროში ლაშა საჯაია ასრულებს. თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილება მერის წარმომადგენლად მის დანიშვნის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
ცვლილება შეეხო მერის წარმომადგენელს ზოტშიც. მის მოვალეობას ამჟამად ომარ ირემაძე ასრულებს.
სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება ხიდისთავში მერის წარმომადგენელსაც. სიაში, რომელიც მერიის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა, ზურაბ მათითაიშვილის სახელი აღარ ფიგურირებს. მერის წარმომადგენლის მოვალეობას იქ ბენია ლომაძე ასრულებს.