ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საჭიროებები და 2023 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები და კონსულტაციები ყველა სოფელში ჩატარდება და მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს აირჩევს. საპროექტო წინადადებების მიღება უკვე დაიწყო. პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 27 იანვარია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საერთო კრებები და კონსულტაციები 30 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved