უკრაინაში, რუსეთთან ომში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში საომრად წავიდა, _ ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება, სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად…” – წერს არჩილ ხოფერია ფეისბუქზე, მისივე ვიდეოს კომენტარზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელევიზიებს მისცა.