მსოფლიო დონის ფარმაცევტულმა საწარმომ “ავერსი–რაციონალმა” პირველი მედიკამენტი მომხმარებელს 2005 წელს შესთავაზა. ამჟამად ის 143 დასახელების პროდუქციის 230 პოზიციას აწარმოებს.
“ავერსი-რაციონალი” მფლობელია ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატებისა, რომლებიც მან უმოკლეს ვადაში მოიპოვა. ესენია:
2006 წლიდან – ISO 9001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ჩვენთან მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
2008 წლიდან – GMP EU & FDA GMP სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ “ავერსი-რაციონალში” მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-ის და ამერიკული FDA-ს სტანდარტების მოთხოვნებს.
“ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია ამერიკული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, იაპონური და სხვა უმაღლესი ხარისხის უახლესი მოდელის აპარატურით.
“ავერსი–რაციონალის” ახალი ლაბორატორია განლაგებულია 750 კვადრატულ მეტრზე. აქ ტარდება როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ისე მიკრობიოლოგიური ანალიზები. ახალი ლაბორატორია, ისევე როგორც საწარმო, აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც აქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.
2012 წელს სულ გაიყიდა “ავერსი–რაციონალის” 6 მილიონამდე კოლოფი მზა პროდუქტი. ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.
(R)