“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები, ვატარებთ გამაფრთხილებელ აქციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა კორპუსს და კოტე კუბლაშვილს არც მორალური და არც ზნეობრივი უფლება არ გააჩნიათ, რომ განახორციელონ უზენაესი მართლმსაჯულება. ჩვენ მოვითხოვთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გადადგომას, უკანონო განაჩენების გადასინჯვას, დამნაშავე პირების დასჯას, პოლიტპატიმართა რეაბილიტაციას, მოქალაქეთათვის წართმეული ქონების დაბრუნებას და ვეტერანების შეღავათებთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელების განხილვას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს სასამართლო სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის პირმშოა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაყვეს იმ ხელისუფლებას. ჩვენს მიერ მოტანილი ვარდები და ცოცხები სწორედ ამ რეჟიმის სიმბოლოა,” _ განაცხადა ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარე გია ბერძენიძემ.
აქციას 2004-2012 წლებში სამართალდამცავთა მხრიდან სპეცოპერაციების და აქციების დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.