პრიმერის ჩატარების აუცილებლობა კანდიდატთა რაოდენობამ განაპირობა _ რწმუნებულობის სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა: უჩა ჩხაიძემ, ბიძინა ხუხუნაიშვილმა და ტოპო წილოსანმა.
ასევე გაირკვა, რომ სოფლის მოქმედ რწმუნებულს მინდია ქინქლაძეს ჯერ განცხადება არ დაუწერია.
ჩვენ მინდია ქინქლაძეს ვესაუბრეთ:
_ ბატონო მინდია, სოფელში ორშაბათს, შიდა პრაიმერი ტარდება. როდის აპირებთ განცხადების დაწერას და ხომ არ მიდის ახალი ხელისუფლების მხრიდან თქვენზე რაიმე სახის ზეწოლა?
_ ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. განცხადება ჯერ არ დამიწერია და ვაპირებ მალე დავწერო. პრაიმერის თაობაზე ჩემთვის ცნობილია და არ ვაპირებ არანაირი ფორმით მასში ჩარევას, არც სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან პრაიმერში მონაწილე ყველა კანდიდატი ჩემი სოფლელია და უკმაყოფილება არავისთან არ მინდა. რაც შეეხება ჩემი თანამდებობიდან წასვლის მიზეზს, ის მარტივია _ მინდა ახალ მთავრობას დავუთმო ასპარეზი. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში.