“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირინა საჯაიას თქმით, ფილმი ლატვიელი კინოდოკუმენტალისტის მიერ არის გადაღებულია და ის ამ ფილმზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
_ ფილმის გადაღება ევროპარლამენტის დაკვეთით მოხდა და ორი წელი მიმდინარეობდა გადაღება. ეს არის ძალიან მძიმე ფილმი. აქ არის ნაჩვენები ორი დიქტატორული იდეოლოგიის მსგავსება: წითელი ფაშიზმი და კომუნიზმი. ვინც დღესაც აღიარებს და მისტირის საბჭოთა კავშირს, ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად შეეცვლება იდეოლოგია. _ გვითხრა ირინა საჯაიამ.
მიხეილ გოგოტიშვილი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე “: “მესამე წელია საქართველოში აღინიშნება ოკუპაციის დღეები, 25 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ უამრავჯერ გვიგრძვნია აგრესია ოკუპანტი ქვეყნის მიერ, რომელიც არის რუსეთი და არაერთხელ გამოუხატავს ფიზიკური აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არა, ოკუპაციას!
ფილმის ჩვენებას პარტიის მხარდამჭერები და სოფლის რამდენიმე რწმუნებული დაესწრო.