ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესის შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმები: პოლიციის ეთიკის კოდექსი და სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია.