როგორც სხდომაზე გაირკვა, შეიქმნება ექვსი ახალი სტრუქტურა, ზოგის ფორმირება მოხდა. მაგალითად განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ორად გაიყო, სპორტის სამსახურიც ცალკე გამოიყო.
დღის წესრიგში დააყენეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების საკითხი; ასევე, გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების შესახებ განკარგულებები. დეპუტატებმა აღნიშნული საკითხების ცვლილებებს მხარი უპრობლემოდ დაუჭირეს.
სავარაუდოდ, ამ საკითხებს ორ კვირაში დაამტკიცებენ.