იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული, რომელსაც მოგვიანებით ყაჩაღობის ბრალიც დაემატა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თავის დროზე, აღიარებითი ჩვენება, ქუთაისის ციხის უფროსმა, დავით ცირეკიძემ, რომელიც 2012 წელს, მაშინ როცა მგალობლიშვილი დაააკავეს, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო ძალადობის შედეგად მიიღო.
ის, რომ დაკავებისას მგალობლიშვილი ნაცემი ნამდვილად იყო, ჩვენთან საუბრისას, ოჯახის წევრებმა და მისმა ახლობლებმა დაგვიდასტურეს.
თავად ცირეკიძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ მზად არის გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.
მამუკა მგალობლიშვილმა უკვე მიმართა შესაბამის ინსტანციებს საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. თუმცა, ამ საქმის გამოძიება, როგორც გავარკვიეთ იმ ადამიანებს დაევალათ, რომლებიც მგალობლიშვილის საქმეში წლების წინაც ფიგურირებდნენ.