“ვფიქრობ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს თუ რა პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე, რაც დღეს გამოიხატა პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში. სააკაშვილი ცდილობს, ყველა მის ხელთ არსებული რესურსით პოლიტიკური არეულობის პროვოცირებას და შემდეგ ხელისუფლებასთან ვაჭრობასა და გარიგებას მისთვის სასურველი პირობებით. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ მცირე დროის საქმეა მათი ხელისუფლებიდან ფორმალური ჩამოშორებაც კი. მათ უმთავრეს ამოცანას დღეს წარმოადგენს მართლმსაჯულებისაგან თავის არიდება და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აცილება, რაც გამორიცხულია.
“ქართული ოცნება” არ დაუშვებს არავითარ არეულობასა თუ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში მიუხედავად ყოფილი მმართველი პარტიის მცდელობისა. ყველა მათი მცდელობა შიდა თუ გარე რესურსების გამოყენებით თავს მოგვახვიონ საკუთარი უსამართლო პირობები განწირულია. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ იმ პირობას რასაც სამართლიანობის აღდგენა ქვია.” – წერს კახა კალაძე.