მონიტორინგის ჩატარების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი კომენტარს გააკეთებს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც წუხელ, გვიან ღამით “გურია ნიუსს” თავად პატიმრებმა მიაწოდეს.
გუშინ, ღამის 3 საათზე ქსნის №15 დაწესებულების პატიმრები “გურია ნიუსს” დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ სამეურნეო ნაწილის პატიმრებმა ბლაგვი საგნით თვით დაზიანება მიიყენეს. პატიმრები ციხეში ჟურნალისტების შესვლას ითხოვდნენ.
ასევე, როგორც პატიმრებმა განაცხადეს, თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, ქსნის №15 ციხეში შევიდა 2 ადამიანი, რომლებმაც თავი მონიტორინგის ჯგუფის წევრებად გააცნეს. მათ სასჯელეღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მაია ხასიას და ლალი მოროშკინას ციხეში მოსვლა თხოვეს, რაზეც უხამსი პასუხი მიიღეს.
პატიმრების განცხადებით, ისინი ქსნის №15 ციხეში ყოფილი დირექტორის, ნუკრი ხუხუას გათავისუფლებას აპროტესტებენ.