დაჯილდოება წელს ალ.წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში შედგება. წინა წლებში ღონისძიება ვიწრო წრეში ტარდებოდა.
ეს ქალბატონებია: ლია მოლარიშვილი, მხატვარი; სულიკო ლომჯარია, მხატვარი; მაია ღლონტი, პედაგოგი, “ეტალონის” გამარჯვებული; ლიანა იმედაშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი; ეთერ პავლიაშვილი, მუსიკოსი; ბელა კიკვაძე, მსახიობი; ლია გოგოტიშვილი, ექიმი-ქირურგი (კლინიკა “ავერსი”); ია თოიძე-ტუღუში, სოფ. შემოქმედის ბაღის მუსიკის პედაგოგი (4 შვილის დედა); მზია ჩხატარაშვილი, გუბერნიის თანამშრომელი; ლალი ვაშალომიძე, ბიბლოთეკარი; დარეჯან გოგუაძე, ისტორიული მუზეუმი (ეთნოგრაფიული განყოფილების გამგე); დოდო კალანდაძე, მუსიკის პედაგოგი; ხათუნა დოლიძე-ციბაძე, მრავალშვილიანი დედა.
როგორც წინა წელს, ახლაც 13 წარმატებულ ქალბატონში ვერ მოხვდა მედიის ვერცერთი წარმომადგენელი.
ქალთა დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, 100-100 ლარი გადაეცემათ ასაკით 100 წლის და მეტი ხნოვანების ქალბატონებს, ომისა და შრომის ვეტერანებს და ასევე გმირი შვილების დედებს.