ეკა კვესიტაძის კითხვაზე, რომ კანონი ითვალისწინებს იურიდიული განათლება მიღებული ჰქონდეს საქართველოში, თეა წულუკიანმა უპასუხა:
“თქვენ არ იცნობთ კანონს ფრანგულს და არც ქართულს. თსუ-მ გასცა სწორი პასუხი და მე ეს არასდროს დამიმალავს, რომ მინდოდა ვყოფილიყავი დიპლომატი. სულ მაქვს ოთხი დიპლომი. 1998 წელს მივხვდი, რომ ეს არ მაკმაყოფილებს და გავაგრძელე სამართალმცოდნეობაზე. ვერცერთი ადამიანი საფრანგეთში ვერ მოხვდება მოსმართლედ, რომელსაც არ აქვს იურიდიული დიპლომი. ქართული კანონი ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და ვიყო უმაღლესი იურიდიული განათლების.
დიახ, მე კანონიერად ვარ თანამდებობაზე, იმიტომ რომ კანონის ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ” _ განაცხადა წულუკიანმა გადაცემა “აქცენტებში”.