“ჯერ თქვეს, იურისტის დიპლომი არ გაქვსო, მაგრამ მიუგეს, რომ აქვს დიპლომი, ოღონდ უცხოური. ამის შემდეგ თქვეს, უცხოური დიპლომი კი გაქვს, მაგრამ იურისტის არ არისო, მაგრამ პასუხად მიუგეს, რომ იმ უცხოური დიპლომით საფრანგეთში მოსამართლეებად ინიშნებიანო. მოსამართლე – არა იურისტი არ არსებობს.
ბოლოს თქვეს, ეგ დიპლომი იურისტის კი არის, მაგრამ სისხლის სამართლის იურისტის არ არისო, მაგრამ პასუხს ქართული კანონი იძლევა: საჭიროა უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა, კანონის თანახმად, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს იურისტი ხარ – სისხლის სამართლის, სამოქალაქოსი თუ ადმინისტრაციული სამართლის. დამთავრდა ეს ცირკი, მეგობრებო! შეეგუეთ მარცხს – არც პირველს და არც უკანასკნელს!” _ წერს ალექსანდრე ბარამიძე.