ამ პროცესთან დაკავშირებით პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ თავისი შეხედულება გამოხატა.
გოგი წულაია: “ეს არის ის მოედანი, რომელიც პრეზიდენტად წოდებულმა მიშა სააკაშვილმა 8-9 თვის წინ დიდი ზარ-ზეიმით გახსნა. ასეთ მცირე დროში რომ ისევ რეაბილიტაცია დასჭირდა, სწორედ პიარის და სულსწრაფობის შედეგია. ამ მოედნის რეაბილიტაციისთვის 4 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა, ახლა, როგორც ამბობენ, კიდევ 300 000 ლარია საჭირო. ნაჩქარევად აკეთებდნენ ყველაფერს, სააკაშვილის ახირებები რომ დაკმაყოფილებულიყო და ესა თუ ის ობიექტი ზუსტად დაანონსებულ დღეს გაიხსნილიყო, შედეგს და დახარჯულ ფულს არავინ აქცევდა ყურადღებას, როცა ამდენი დარღვევაა, როცა ამდენი თანხაა გადაყრილი, მერე კიდევ უკვირთ, პროკურატურაში რატომ გვიბარებენო. იმას კი არავინ კითხულობს ერთი და იგივე სამუშაო რამდენჯერმე არის თავიდან საკეთებელი და თანხაც გადასახდელი.”
სანიაღვრე სისტემის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფას ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან უარყოფს ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი. მისი თქმით, მერიას ამ ეტაპზე დამატებითი ხარჯი არ ექნება, რადგან ეს სამუშაო სრულდება იმ თანხით, რომლითაც ჯარიმდება კომპანია “მშენებელი 2011”, რომელმაც აწარმოა სარემონტო სამუშაოები მოედანზე.