ახალციხის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ახალციხის წყლის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. სამუშაოები ერთი თვის წინ განახლდა და ის ინტენსიურად მიმდინარეობს. ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შედეგადაც ქალაქის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მინისტრი და მისი მოადგილე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისს ესტუმრნენ და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქის გამრიცხველიანების საკითხი მიმოიხილეს.