ორი დღის წინ სარიშვილი საწოლში გარდაცვლილი საკუთარმა დედამ იპოვა და სასწრაფო დახმარებას მიმართა. თუმცა, მის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სიკვდილის მიზეზების დადგენის მიზნით გარდაცვლილს თურქმა სამართალდამცველებმა სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს, თუმცა დასკვნა ჯერჯერობით არ მომზადებულა.
ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გარდაცვალებამდე სარიშვილმა სამედიცინო გამოკვლევა თურქეთში გაიარა და ექიმებმა იგი სრულიად ჯანმრთელად ცნეს.
სარიშვილის გარდაცვალების მიზეზის უცნაურობის გამო ეს ფაქტი მეზობელი ქვეყნის მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოექცა.