რომის პაპმა ფრანცისკემ 86 წლის ასაკში მუცლის ოპერაცია “გართულების გარეშე” გადაიტანა. ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, თიაქრის ოპერაცია რომის Gemelli-ის საავადმყოფოში სამ საათს გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომის პაპი საავადმყოფოში გამოჯანმრთელებამდე რამდენიმე დღე დარჩება.
მისი ყველა ვალდებულება მომდევნო 10 დღის განმავლობაში გაუქმებულია „გამფრთხილებელი ღონისძიების“ სახით.