მის ადგილს კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მჟავია დაიკავებს. ეს ინფორმაცია მერაბ მჟავიამ დაგვიდასტურა.
პეტრე სალუქვაძის ნაცვლად, ოზურგეთის საკრებულოში, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი შევა, ამ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ მიხეილ გოგოტიშვილი ადასტურებს.
_ პეტრე სალუქვაძის წასვლის შემთხვევაში, მე მის ადგილს დავიკავებ, – გვითხრა მან.
პეტრე სალუქვაძის პროკურატურაში დანიშვნის შესახებ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.