რომელზეც წარმოდგენილი და დამტკიცებული იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ვინაიდან პრიორიტეტს ისევ შიდა გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები და სასმელი წყალი წარმოადგენს, 81 პროექტი სწორედ ამ მიმართულებით იყო შემუშავებული, აქედან 8 ქალაქ ლანჩხუთს ეკუთვნის.
ამირან გიგინეიშვილი, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე: “ერთი თვეა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს გარკვეული თანხა, რათა რეგიონებში მიმდინარე წელს მოხდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება. აქედან გამომდინარე გამოვიდა მთავრობის სპეციალური დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადგილზე უნდა მომხდარიყო მოსახლეობასთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ობიექტების აღრიცხვა. ამის შემდეგ მოხდა ამ პროექტების სპეციალურ სხდომაზე მოწონება, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე წარდგენა და დამტკიცება. დრო იმდენად შეზღუდული იყო, ჩვენ ფორსირებულ რეჟიმში მოგვიხდა მუშაობა _ შესაბამისმა სამსახურმა ყველა პროექტი უნდა შეაფასოს და ეს უნდა ფასი იყოს რეალური, ამიტომ სერიოზული სამუშაო ჩატარდა. პროექტები უკვე მზადაა და ჩვენც წარვუდგენთ შესაბამის სამსახურს. სრულად 11 713 100 ლარი ესაჭიროება ამ პროექტების დაფინანსებას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პროექტი დაფინანსდება. მინისტრთა კაბინეტთან არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც ყველა პროექტს ცალცალკე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი უნდა დაამტკიცოს. ეს არ შეეხება გასული წლის პროექტებს, მათზე მუშაობა ისევ გაგრძელდება,” _ თქვა გიგინეიშვილმა.