“დღეს გავიგე, ქვემო ქართლის გუბერნატორს უთქვამს, რომ ბიუჯეტში 800 მილიონი ლარის თავისუფალი სახსრებია და ვაუჩერები დაარიგონო. კარგი იქნება, თუ გუბერნატორი საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაერკვევა და ერთმანეთისგან გაარჩევს ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებს და თანხას, რომელიც სასოფლო- სამეურნეო ბარათების ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დავით კირკიტაძემ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თავისუფალი სახსრების სახით 800 მილიონი ლარია. მან ხელისუფლებას ურჩია, ამ თანხით 300 ლარიანი ბარათები რუსთავის მოსახლეობას დაურიგდეს, რომელსაც ადგილობრივები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.
ნოდარ ხადურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ის სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან ფინანსდება.