გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის ათი პაციენტის ნამუშევარი. სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ბანძელაძის თქმით, ასეთი ღონისძიებები ეხმარება პაციენტებს საკუთარი თავის რწმენაში, რეალიზებაში, ადაპტაციაში, სტიგმის მოხსნაში. ხდებიან უფრო ამაყები, მიზანდასახულები და თავს მიიჩნევენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
გამოფენას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ესწრებოდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ნახატები, ასევე ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. დამთვალიერებელმა საკმაოდ კარგი შეფასება მისცა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტების თვალით დანახულ სამყაროს.