https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

5 მილიონის გამოძალვა ადეიშვილის, ზოდელავას და ღვინიაშვილის სცენარით

15:03; 7.03.2013
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოკაია მზად იყო შვილის გასათავისუფლებლად, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს, ნებისმიერი თანხა გადაეხადა. მურთაზ ზოდელავა ნინო კოკაიასთან საპროცესო გარიგება ექვსნიშნა რიცხვით გამოსახა.

მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა ადვოკატი ყავლაშვილი, რომლის ჩვენებაც ზოდელავას გარდა, კახეთის იმჟამინდელ გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც ამხელს.

“2011 წლის ივნისის თვეში, დამიკავშირდა ჩემი ნაცნობი, ბიზნესმენი ილია კოკაია და მითხრა, რომ მის შვილს ნინო კოკაიას შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაკავებული იყო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ილიამ აქვე განმიცხადა, რომ მის შვილს იცავდა ადვოკატი მაია სირაძე. ილიას გადმოცემით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა მისი შვილის საქმეზე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული მხარე პრეტენზიას არ აცხადებდა. ამასთანავე, განმიმარტა, რომ მაია სირაძე რეგულარულად კონტაქტობდა ზედამხედველ პროკურორთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურა თავს იკავებდა მისი შვილის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან გამაჩნდა გარკვეული საქმიანი კონტაქტები პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან, მთხოვა, რომ მოკლე დროში გამერკვია, თუ რას ითხოვდა პროკურატურა მისგან, რათა დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. მოცემული საუბრიდან მეორე დღესვე, მთავარ პროკურატურაში შევხვდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. მას ვუთხარი, რომ წარმოვადგენდი ილია კოკაიას ქალიშვილის ინტერესებს და გადავეცი ილიას თხოვნა, რომ საკითხი გადაეწყვიტა დროულად და შეეტყობინებინათ მისთვის, თუ რა რაოდენობის ჯარიმაზე იქნებოდა საუბარი. მურთაზ ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ, თუმცა საუბარი იქნებოდა ექვსნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ. ზოდელავას სამუშაო ოთახიდან გამოსვლისთანავე მისი ნათქვამი შევატყობინე ილია კოკაიას. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, ილია კოკაიამ მითხრა, რომ ნინო კოკაიას ადვოკატს მაია სირაძეს დაუკავშირდნენ ქ. თბილისის პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ნინო კოკაიასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში და პროკურატურა ელოდა ილიასგან პასუხს აღნიშნულ წინადადებაზე. ამ საუბარში ილიამ ასევე მითხრა, რომ პროკურატურასთან ვაჭრობას მისი მხრიდან აზრი არ ჰქონდა, შეიძლება უარესად გართულებოდა სიტუაცია და დამავალა, თანხმობა გადამეცა პროკურატურისთვის. მანვე განმიცხადა, რომ სჭირდებოდა რამდენიმე დღე თანხის მობილიზაციისთვის და მანამდე გამერკვია, რა ანგარიშის ნომერზე უნდა მომხდარიყო თანხის გადარიცხვა.

აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ორ დღეში, თბილისის პროკურატურის შენობაში მივედი ანგარიშის ნომრის ასაღებად და შევხვდი საქმის ზედამხედველ პროკურორს. მან განმიცხადა, რომ დასახელებული თანხა ჯარიმის სახით არ უნდა გადახდილიყო და მითხრა, რომ დეტალები თვითონ უნდა გამერკვია ხელმძღვანელობასთან. მაშინვე ჩემი მობილური ტელეფონით დავუკავშირდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ვუთხარი, რომ ილია კოკაია თანახმა იყო დასახელებული თანხის გადახდაზე და ვკითხე, სად უნდა გადაგვეხადა თანხა. მურთაზმა მითხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში, რის შესახებაც მე დამიკავშირდებოდნენ როგორც ახალციხის, ასევე კახეთის გუბერნიებიდან. საუბრის დასრულების შემდეგ, ტელეფონით დავუკავშირდი ილია კოკაიას (როგორც მახსოვს, მოცემულ დღეს ილია კოკაია იმყოფებოდა უცხოეთში) და შევატყობინე მურთაზ ზოდელავასთან საუბრის შინაარსი.

იმავე ან მომდევნო დღეს, ტელეფონზე დამიკავშირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მინდია დევნოსაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე. მათ მომცეს ვინმე თენგიზ ზედგენიძის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც გამარკვევდა შესაძენი ობიექტის აუქციონის დეტალებში. თენგიზმა მითხრა, რომ შესაძენი ობიექტი მდებარეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში და წარმოადგენდა ფერმას. ამასთანავე მითხრა, რომ მიგვევლინა წარმომადგენელი, რომელსაც გაარკვევდა დეტალებში და მიაღებინებდა მონაწილეობას აუქციონში.

ილია კოკაიამ მთხოვა, რომ წარმომადგენლად მიმევლინა ჩემი თანამშრომელი და აქვე მითხრა, რომ რამოდენიმე დღეში გადაიხდიდა თანხას და ქვითრები შემეძლო ამეღო მასთან, თბილისში მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში. მოცემული ქონების შესაძენად გამოვყავი ჩემი თანამშრომელი მირდატ ქამადაძე, რომელიც ჩემთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად აგვარებდა ყველა ტექნიკურ საკითხს და საბოლოოდ, 4 მილიონ 949 500 ლარად, აუქციონის წესით შეიძინა კიდევაც სოფელ აწყურში მდებარე ფერმა შ.პ.ს. “ჯორჯიან ინვენსტმენტის” სახელით.

რამოდენიმე დღეში, მობილურზე დამიკავშირდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები ელექტრონულ ფოსტაზე მომაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამის ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა შეეტანა 2 000 000 აშშ დოლარი. რამდენიმე დღეში, მართლაც მივიღე აღნიშნული რეკვიზიტები, რომელიც შემდგომ მივაწოდე ილია კოკაიას. მოცემული გადარიცხვებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურის მხრიდან გამოჩენილი იქნა მართლაც კეთილი ნება და ბრალდებულ ნინო კოკაიასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც მას ძირითად სასჯელად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

მურათაზ ზოდელავამ ერთი კი მითხრა, რომ თუ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა სურდა ნინო კოკაიას, ზემოხსენებული პირობა უნდა შეესრულებინათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე არსებითად განსახილველად წარიმართებოდა სასამართლოში და დადგენილი წესით მიესჯებოდა რეალური სასჯელი,” _ წერს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში.

2013 წლის იანვარში, ბიზნესმენმა ილია კოკაიამ საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას და მისგან თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიების დაწყება სთხოვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026

პარლამენტარები ყველაზე მაღალი პრემიებით

გიორგი დგებუაძეს ("მასტერას") პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო