ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად უკვე ჩატარდა ტესტირების პირველი ეტაპი. სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ხუცაიძის თქმით სამინისტრომ ყველა ცენტრისთვის ავტომანქანები უკვე შეიძინა, რომელსაც მუნიციპალიტეტებში სამსახურების დაკომპლექტების შემდეგ გააგზავნიან.
მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების დაკომპლექტება კოტე ხუცაიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დასრულდება.