_ ეს განცხადება დღეს, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ “პრაიმტაიმის” პრეს კლუბში გააკეთა.
სოსო რობაქიძე გურამ დონაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომელშიც გურამ დონაძე აღნიშნავს, რომ კახა აზარაშვილმა 2006 წლის 14 ოქტომბერს, თბილისის პროკურატურას მიმართა და რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი დაკითხვა მოითხოვა. დონაძის თქმით, აზარაშვილი აღიარებს, რომ მანქანაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ედო: “ამ საქმეში მაკაროვის სისტემის იარაღი არსად არ ფიგურირებს, აზარიაშვილმა ამით იეშმაკა, შეეცადა თავი გადაერჩინა და თანაც, სიყალბე დადასტურებულიყო. დონაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კახა აზარაშვილისგან ჩვენება წნეხისა ქვეშ და ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული.”
შეგახსენებთ, რომ გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დიდი ბრიტანეთის საელჩოს გუშინ გადასცა. გურამ დონაძე, ბრიტანეთის საელჩოს, რობაქიძის გარდაცვალების ამსახველი ვიდეომასალის “სკოტლანდ იარდისთვის” გადაცემას სთხოვს.