ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, მაია თანდილაშვილის თქმით, ფულადი საჩუქარი ომისა და ვეტერან ქალბატონებს და გმირი შვილების დედებს გადაეცათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები, ნინა გიორგობიანი-ინწკირველი 106 წლისაა. ის ახლა შეუძლოდ არის და ჟურნალისტებთან გასაუბრება ვერ შეძლო. მისი რძლის ლამზირი ინწკირველის თქმით, ქალბატონი ნინა 15 წლის ასაკში გათხოვილა.
_ ჩემი დედამთილი ძალიან თბილი ადამიანია, მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს. მამამთილი სოფელ მთისპირის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. რაც შეეხება დედამთილს, ის მოწინავე მეჩაიე იყო, მშრომელი და კეთილშობილი, _ გვითხრა ლამზირი ინწკირველმა.