აქცია, ახალგაზარდულ ცენტრებს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რაც გულისხმობს, რომ აქცია გენდერულ თემებზე პარალელურად ტარდებოდა ბათუმის, ახალციხისა და გარდაბნის ახალგაზრდულ ცენტრებში.
ოზურგეთში გამართული აქციის მიზანი იყო, გაევრცელებინათ ინფორმაცია იმ ქალების შესახებ, რომლების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარებაში.
ცენტრის წევრებს მომზადებული ჰქონდათ ისტორიები სხვადასხვა დარგში მოღვაწე ქალების შესახებ. მაგალითად: ჰელენ კელერი, (ყრუ-მუნჯი და ბრმა ქალი, რომელიც გახდა მწერალი, ლექტორი და პოლიტიკოსი) ულრიკე მაინჰოფი (გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც ჩამოაყალიბა წითელი არმიის ფრაქცია და განახორციელა 555 ტერორისტული აქტი), ტაბიტა ბებიტი (გამოიგონა, სატყეო მეურნეობაში დღესაც აქტუალური ცირკულარული ხერხი), დარეჯან დადიანი (ერეკლე მეორეს ცოლი).