მან რაიონის პედაგოგებს განუცხადა, რომ სერთიფიცირების ძირითადი ხარვეზი არის ის, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმება ხდება. იმას კი ვერაფრით აჩვენებს, რას შვება პედაგოგი გაკვეთილზე!
_ვიცით ისეთი შემთხვევები, როცა სერთიფიცირებული მასწავლებელი შეიძლება, არ იყოს ისეთი წარმატებული, როგორც არასერთიფიცირებული. სერთიფიცირება 2015 წლამდეა გასავლელი და ის ნაკლი, რაზეც მივუთითებ, უნდა გამოსწორდეს. პედაგოგმა პრაქტიკაშიც უნდა აჩვენოსწარმატება. ამაზე ვიმუშავებთ ყველა და რაც ქართულ რეალობას მოერგება, ისე ვიმოქმედებთ, _თქვა გოგლიჩიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო არაფრის კალკირებას არ აპირებს და სხვა ქვეყნების მოდელს შეისწავლიან მხოლოდ გამოცდილების გაზიარების და არა გადმოქართულების მიზნით.