ავტოავარიის შედეგად, “ოპელი”-ს ოთხი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დეფორმირებული ავტომანქანიდან გარდაცვლილები სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.
ორივე ავტომანქანის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის წმინდა საბას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა გადაჭარბებული სიჩქარე და არასწორი მანევრირება. მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეს ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.
ინფორმციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.