ამ დღეს საშინელი სამსჯავროს კვირაც ეწოდება. ყველა მოქმედ ტაძარში კვირის საღმრთო ლიტურგიაზე სახარებიდან ის ადგილები იკითხება, სადაც უფალი საშინელი სამსჯავროსა და მეორედ მოსვლის შესახებ საუბრობს. ეკლესია მრევლს სინანულისკენ მოუწოდებს.
ხორციელის კვირას ყველიერის ორშაბათი მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს ხორცი ეკრძალებათ და რძის პროდუქტის მიღება შეეძლებათ. ყველიერის კვირაში რძის პროდუქტებით ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევიც.
წელს დიდი მარხვა 18 მარტს დაიწყება და 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.