თორნიკე ბოლქვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაშია ჩართული.
თორნიკემ უცხო ენის გამოცდაში, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა _ მან მაქსიმალური 70 ქულიდან 65 ქულა მიიღო.
ვულოცავთ თორნიკეს და წარმატებებს ვუსურვებთ მას.