მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამჭვირვალობა აკლია.
ალექსანდრე ლომოური: “სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია გამოაქვეყნოს ყველა ის დარღვევა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რა ზარალი მიადგა ამით ქართულ სოფლის მეურნეობას. როცა ახალმა მინისტრმა გადაიბარა სამინისტრო და შეუდგა მის მართვას, ის ვალდებულია საზოგადოებას გააცნოს და გამჭვირვალე გახადოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩატარებული ყველა პროგრამების ღირებულება, როგორც აღნიშნული დარგის განვითარებისათვის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხები. ჩვენ დავინახეთ, რომ სხვა სამინისტროებმა მეტნაკლებად წარმოაჩინეს წინა ხელისუფლების დროს არსებული დარღვევები და საზოგადოების მხრიდან შესაბამისი დასკვნაც გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გამჭვირვალე დოკუმენტი, სადაც ყოფილი აგრარული მთავრობის კანონიერი მოქმედებები თუ ქმედებები იქნება ნათლად ასახული. გაორმაგებული ბიუჯეტი, დახნულ-დათესილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სამელიორაციო სისტემები და სხვა, წლების წინ გასაკეთებელი, ახლა კეთდება. რატომ არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩუმად, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია. გასაკვირი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის გამოცდილება და ამას ყველა კარგად ვხედავდით წინა ხელისუფლების დროს თუ, როგორი პროცესები მიმდინარეობდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ახალი მმართველობაც იგივე კურსს გააგრძელებს, ამით კვლავ დაზარალდება აგრარული სფერო და სოფლად მცხოვრები საზოგადოება.”
დამოუკიდებელი ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში უახლოეს დღეებში ამ თემაზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.