სწორედ ამ პრობლემას გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში ალექსანდრე ლომოური, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაუჩერების დროულად დარიგებისკენ მოუწოდებს.
ალექსანდრე ლომოური: “რაიონებში შეიქმნა მეორადი სიები, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარო რეესტრის მეშვეობით ადგენს მესაკუთრის იდენტიფიკაციას. ამასობაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერის მოლოდინშია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა იყოს დროული და ეფექტური. სოფლად მცხოვრები საზოგადოება არ უნდა დაზარალდეს და აგროვადებიც შესაბამისად დაცული უნდა იყოს. რაც შეეხება დამატებითი სიების გადამოწმებას, ის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.”
ლომოურის განმარტებით, დამატებითი სიების შედგენა განაპირობა იმან, რომ წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მიწების რეგისტრაციის ერთიანი ბაზა.




























































