“ახალ ტალღას” რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კურირებენ და მისი მუზა ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვაა. 2008 წლის ომის შემდეგ იურმალაში საქართველოდან კონკურსანტები აღარ წასულან.
2008 წელს კონკურსის გამარჯვებული დუეტი “ჯორჯია” გახდა. “ახალ ტალღაზე” ასევე წარმატებით გამოვიდნენ ნინი შერმადინი და სოფო ხალვაში, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე წლის წინ დუეტ “ჯორჯიას”, სოფო ხალვაშს და სოსო პავლიაშვილს, ასევე სხვა გამარჯვებულებს ვარსკვლავები გაუხსნეს, მაგრამ არც ამ ცერემონიაზე ჩავიდნენ ქართველი მომღერლები. კონკურსზე მხოლოდ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები გამოდიოდნენ სტუმრის სტატუსით.


































































